გარანტია და დაბრუნება
ონლაინ ნაყიდ ნივთზე უარის თქმა 14 დღეში და 2 წლიანი გარანტია — საქართველოს კანონის მიხედვით.
დაბრუნება 14 დღეში
საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ თანახმად, ონლაინ (დისტანციურად) ნაყიდ ნივთზე შეგიძლია უარი თქვა 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნივთის მიღებიდან, მიზეზის მითითების გარეშე.
როგორ დავაბრუნო
- 14 დღის განმავლობაში შეგვატყობინე უარის შესახებ — დარეკე, მოგვწერე ელფოსტაზე ან კონტაქტის ფორმით. მიუთითე შეკვეთის ნომერი.
- დააბრუნე ნივთი მაღაზიაში ან შევათანხმოთ კურიერი.
- ნივთს ვამოწმებთ და თანხას — მიწოდების საფასურის ჩათვლით — გიბრუნებთ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა შეტყობინების მიღებიდან, იმავე მეთოდით, რომლითაც გადაიხადე.
რას უნდა მიაქციო ყურადღება
- ნივთი დააბრუნე სრული კომპლექტაციით: აქსესუარები, დოკუმენტაცია, საჩუქრად მიღებული ნივთები.
- შეეცადე შეინახო ორიგინალი შეფუთვა. თუ ნივთის ღირებულება შემცირდა იმაზე მეტად გამოყენების გამო, ვიდრე მისი გასინჯვისთვის იყო საჭირო, ეს შეიძლება გავითვალისწინოთ თანხის დაბრუნებისას — კანონის ფარგლებში.
- კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები. მაგალითად, შენი ინდივიდუალური მოთხოვნით (კონფიგურაციით) აწყობილი კომპიუტერი ან გახსნილი ლიცენზიური პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ამ წესს არ ექვემდებარებოდეს — ასეთ დროს წინასწარ გაგაფრთხილებთ.
გარანტია
ფიზიკური პირისთვის გაყიდულ ნივთზე მოქმედებს კანონით გათვალისწინებული 2 წლიანი ვადა ნაკლის აღმოჩენისთვის. თუ ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა, გაქვს უფლება მოითხოვო უფასო შეკეთება ან შეცვლა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია — ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება. ზოგ პროდუქტს დამატებით აქვს მწარმოებლის გარანტია — ვადა მითითებულია პროდუქტის გვერდზე.
როგორ მივმართო
დაგვიკავშირდი, მოიტანე ნივთი სერვის-ცენტრში და თან იქონიე შეკვეთის ნომერი ან ჩეკი. დიაგნოსტიკა უფასოა.
რამდენ ხანში
უმეტეს შემთხვევაში შეკეთება ან შეცვლა 3–10 სამუშაო დღეში ხდება. თუ მწარმოებელთან გაგზავნაა საჭირო, ვადას წინასწარ გეტყვით.
რა არ ითვლება საგარანტიოდ
ფიზიკური დაზიანება, სითხე, ძაბვის ვარდნა, არაავტორიზებული შეკეთება, ვირუსები და პროგრამული პრობლემები, ბუნებრივი ცვეთა.
გარანტიაზე ან დაბრუნებაზე კითხვები გაქვს? დაგვირეკე: +995 514 533 533 ან მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.