+995 514 533 533ორშ–შაბ 10:00–21:00უფასო მიწოდება 300 ₾-დან
კალათა

ჩვენ შესახებ

Rebit — გეიმინგ კომპიუტერები, ლეპტოპები, კომპონენტები და აქსესუარები, სერვისით და გარანტიით.

Rebit-ში ვარჩევთ, ვაწყობთ და ვტესტავთ კომპიუტერებს, რომლებიც თამაშებსა და სამუშაოს ზუსტად ისე უმკლავდება, როგორც გჭირდება. გვაქვს საკუთარი სერვის-ცენტრი — ამიტომ ყიდვის შემდეგაც შენთან ვართ: დიაგნოსტიკა, წმენდა, აპგრეიდი და საგარანტიო მომსახურება.

ვაწყობთ და ვტესტავთ

ყოველი კომპიუტერი გაგზავნამდე სტრეს-ტესტს გადის.

ოფიციალური გარანტია

კანონით 2 წელი + მწარმოებლის გარანტია.

მიწოდება

მთელ საქართველოში, თბილისში — 1 დღეში.

გადახდა

ბარათით, განვადებით, ნაღდით ან გადარიცხვით.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევუკვეთო? რეგისტრაცია საჭიროა?

რეგისტრაცია არ არის საჭირო. დაამატე პროდუქტი კალათაში, შეავსე სახელი, ტელეფონი და მისამართი და აირჩიე გადახდის მეთოდი. შემდეგ დაგირეკავთ დასადასტურებლად.

რამდენ ხანში მომიტანთ?

თბილისში — 1 სამუშაო დღეში, რეგიონებში — 2–3 სამუშაო დღეში. აწყობილი კომპიუტერი გაგზავნამდე იტესტება, ამიტომ შეიძლება 1–2 დღე დამატებით დასჭირდეს.

შეიძლება განვადებით ყიდვა?

კი — საქართველოს ბანკისა და თიბისის განვადებით. გადახდისას აირჩიე განვადება, პირობებს ბანკი გაცნობს.

ჩემი კონფიგურაციით კომპიუტერს ამიწყობთ?

კი. მოგვწერე ბიუჯეტი და რისთვის გჭირდება (თამაშები, მონტაჟი, სამუშაო) — შეგირჩევთ თავსებად ნაწილებს, ავაწყობთ და გავტესტავთ.

შემიძლია ნივთის დაბრუნება?

ონლაინ ნაყიდ ნივთზე უარის თქმა შეგიძლია 14 კალენდარულ დღეში მიღებიდან. დეტალები — გარანტია და დაბრუნება.

რა გარანტია აქვს პროდუქტებს?

კანონით 2 წელი, ზოგ პროდუქტზე დამატებით მწარმოებლის გარანტია. საგარანტიო მომსახურება ხდება ჩვენს სერვის-ცენტრში.

შემიძლია მაღაზიიდან წავიღო?

კი, უფასოდ. აირჩიე „წაღება მაღაზიიდან“ — როცა შეკვეთა მზად იქნება, დაგირეკავთ.

როგორ გავიგო შეკვეთის სტატუსი?

ელფოსტის მითითებისას სტატუსი ავტომატურად მოგივა. ასევე შეგიძლია დაგვირეკო შეკვეთის ნომრით: +995 514 533 533.